პროექტზე მოსწავლე მუშაობდა ინდივიდუალურად. გახმოვანების ნაწილში დაიხმარა მეგობარი ბიჭი ბორის ჭულუხაძე. სამივე სპრაიტი(პერსონაჟები) დახატულია მოსწავლის მიერ პროგრამის შიგნით. ფონი შემოიტანა ინტერნეტიდან საავტორო უფლებების დაცვით. პროექტი ასახავს მოსწავლის ინდივიდუალურ ხედვას და ორიგინალურ გადაწყვეტას. მას პროექტში შემოიტანა პოემის ის ნაწილი, რომელიც პროგრამულად გაიარა სკოლაში.
პროექტის სახელი: თინათინი მნათი სოფლისა მოსწავლე: თეკლა ელკანიშვილი (V კლ) მასწავლებელი: ნონა გამხიტაშვილი სკოლა: სსიპ ქალაქ მცხეთის N2 საჯარო სკოლა პრექტი მომზადებულია ვიზუალურ პროგრამირებაში მოსწავლეთა კონფერენციის ფარგლებში (2025წ) კონფერენცია ჩატარდა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორია ექსპლორიუმის ორგანიზებით.